მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

წმ. აბო თბილელი

 

 

არსენ ულუმბოელი
IX საუკუნის ქართველი საეკლესიო მოღვაწე, ქართული სავანის დამაარსებელი ოლიმპოს მთაზე

 

            არსენის შესახებ სულ რამდენიმე მინაწერი-ცნობა არის შემორჩენილი, მაგრამ ის, რაც არის, ძალზე მნიშვნელოვანია ქართული ეკლესიის ისტორიისათვის. ბითვინიაში, ოლიმპოს მთაზე, არსენს და მის სულიერ ძმას მიქარლს, დაუარსებია პირველი ქართული მონასტერი, რის უკვდავსაყოფადაც მის სახელზე 3 მაისს მოსახსენებელი დაუწესებიათ (Jer.24-25). არსენის მოღვაწეობა ოლიმპოს მთაზე წინ უსწრებს ილარიონ ქართველს. ასევე მიქაელთან ერთად არსენი ყოფილა იერუსალიმში და იერუსალიმის პატრიარქ სერგისაგან (843-859) მიუღია ნებართვა მირონის მცხეთაში დამზადების შესახებ: “იერუსალიმით მოირს მცხეთას მიჰრონის კურთხევა ბრძანებითა კრებისათა და სერგე იერუსალიმის პატრიარქისაÁთა (Jer.24-25; 80). პავლე ინგოროყვა ამ არსენს აიგივებს გრიგოლ ხანცთელის მოწაფე არსენთან, რომელიც, ვითომცდა ხანცთიდან პალესტინაში ჩავიდა და იქ მაკარი ლეთეთელთან ერთად მოღვაწეობდა. იქიდან უნდა გამოეგზავნა არსენს წერილი თავისი მოძღვრისათვის. ამის შემდეგ უნდა გადასულიყო ოლიმპოზე.

 

 

 

      wyaroebi da samecniero literatura:

  1. ierusalimis qarTul xelnawerTa fotopirebi:  Jer.24-25; 80.

      Zveli qarTuli agiografiuli literaturis Zeglebi, I, i. abulaZis gamoc. Tbilisi,  

  1. saqarTvelos marTlmadidebeli eklesiis enciklopediuri leqsikoni, avtor-Semdgenlebi: e.gabiZaSvili, m. mamacaSvili, a. RambaSiZe, Tbilisi, 2007.

 

 

 

 

 


მოამზადა ნათია ფსუტურმა