მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

წმ. აბო თბილელი

 

 

 

ნთიმოზ ივერიელი (1650/1660-1716)

რუმინეთის ეკლესიის წმინდანი, საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე, მესტამბე, მწერალი, ხუროთმოძღვარი, კალიგრაფი, მხატვარივლახეთის (რუმინეთი) მიტროპოლიტი

 

 

ანთიმოზ ივერიელი მრავალმხრივი და მეტად საინტერესო მოღვაწეა  - დიდი ჰუმანისტი და განმანათლებელი, თვალსაჩინო პოლიტიკური და სასულიერო მოღვაწე, რუმინული სალიტერატურო ენის ერთ ერთი ფუძემდებელი, მწერალი, ხელოვანი და სასტამბო საქმის ორგანიზატორი ვლახეთში. რუმინელი ხალხი მას თავის წმინდანად, თავდადებულ პატრიოტად და კულტურის მოამაგედ მიიჩნევს. ცნობილი ფრანგი მეცნიერი . პიკო წერს: “საქართველოს წიაღიდან გამოსულმა, გვიჩვენა იშვიათი მაგალითი რუმინული პატრიოტიზმისა”.

მოიპოვება ანთიმოზის ერთადერთი ფრესკული გამოსახულება გოვორის მონასტერში, რომელიც 1706 წლითაა დათარიღებული. ამ პორტრეტზე იგი უკვე ხანშიშესული ადამიანია. სავარაუდოდ, ანთიმოზი დაბადებულა 1650 წელს.

საინტერესოა, რომ ანთიმოზ ივერიელს ზოგიერთი მკველვარი რუმინელად მიიჩნევს, ზოგისომხად, ზოგი კი ბერძნად. მისი სახელიივერიელი”, მათი აზრით, უკავშირდება ანთიმოზის ათონის ივერთა მონასტერში მოღვაწეობასანთიმოზი თავის თავსუცხოელსუწოდებს, ხოლო მის მიერ არაბულად დაბეჭდილჟამნშივკითხულობთ: ”დაიბეჭდა ბუქარესტსა უნგრო-ვლახეთისასა, ხელითა ანთიმოზ მღვდელ-მონაზვნისათა, ძირად ქართველისა (არაბულადგურჯი”) წელსა 1702 ქრისტესით”. ასევეა იგი მოხხენიებული მის მიერ გამოცემულ ბერძნულ-არაბულკონდაკშიც”.

ანთიმოზის ბავშვობის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. ზოგიერთ წყაროში იგიკეთილშობილ მშობელთაშვილადაა მიჩნეული, ზოგან კისაწყალ ადამიანად”, რომელიცმაღალმა ღმერთმა აღამაღლა”, რათა მოეპოვებინა ადგილი ვლახეთის მთავრის კონსტანტინე ბრინკოვიანუს ბოიარების გვერდით” ( ანთიმოზის წერილი) (. გვინჩიძე).

გადმოცემის მიხედვით, ანთიმოზი ახალგაზრდობაში გაუტაციათ და მონად გაუყიდიათ კონსტანტინოპოლის ბაზარზე (დელ კიაროს ცნობა). იგი ტყვეობიდან გამოიხსნა იერუსალიმის პატრიარქმა დოსითეოსმა. როგორც ჩანს, როდესაც ბრინკოვიანუს ანთიმოზი ვლხეთში მიუწვევია სასტამბო საქმის გასავითარებლად, იგი უკვე ცნობილი მოღვაწე იყო –“ბეჭდვითი საქმის, ხატვისა და გრავირების დიდი მცოდნე” (. როლერი). მისი ინტელექტუალური სახე საქართველოში უნდა ჩამოყალიბებულიყო (. გვინჩიძე), რასაც მოწმობს მის მიერ მიერ გამოცემულ წიგნებზე დართული  მოკაზმულობანი, აგრეთვე ბუქარესტში აგებული ტაძრის (“ანთიმოზის მონასტერი”) მთავარი კარი და სარკმელები, კოზიის მონასტრის მოხატულობა. მათში აშკარად შეიმჩნევა ქართული ორნამენტების კვალი (შერბინესკუ). რუმინელი მეცნიერები (. ნანუ, . კონსტანტინესკუ-იაში) აღიარებენ ქართული ხელოვნების გავლენას რუმინულ ხელოვნებაზე და ამ ფაქტის ერთ-ერთ დასტურად მოჰყავთ ქართველ ოსტატთა მოღვაწეობა ვლახეთში. მათგან უპირველესი დამსახურება, ცხადია, ანთიმოზ ივერიელისაა, რომლის მოღვაწეობამ დიდი გავლენა მოახდინა რუმინული კულტურის არაერთი დარგის განვითარებაზე.

 კონსტანტინე ბრინკოვიანუმ თვისი მეფობის პერიოდში  (1688-1714წწ.) ქვეყნის კულტურის განვითარებისათვის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად ბეჭდვითი საქმის განვითარება დასახა. ამ საქმის ორგანიზატორი ანთიმოზ ივერიელი იყო. ვლახეთშ

არსებოდა ერთი სტამბა, რომელიც დაარსებული იყო მიტროპოლიტ ვარლამის მიერ. ანთიმოზის მეთაუროუბით დაარსდა კიდევ ოთხი სტამბა ბუქარესტში, სნაგოვოში, რიმნიკში და ტირგოვიშტეში. ამ სტამბებში იბეჭდებოდა წიგნები რუმინულ, ბერძნულ, ძველ სლავურ, არაბულ და თურქულ ენებზე. “კონსტანტინე ბრინკოვიანუს მხარდაჭერით ანთიმ ივერიელმა შესძლო გადაექცია ვლახეთი მართლმადიდებლობის ცენტრად, რომელიც მთელ ქრისტიანულ აღომოსავლეთს წიგნებით კვებავდა “ (როლერი).

ანთიმოზის უშუალო ხელმძღვანელობითა და ავტორობით დაიბეჭდა: “66 თავი ბერძენთა თვითმპყრობელის ბასილი მაკედონელის შეგონებათა”, ორ ენაზე, ბერძნულსა და რუმინულზე დაბეჭდილისახარება”, რომელიც ანთიმოზის მიერ საუცხოო ორნამენტებითა  შემკული; “დავითნი (რუმინულ ენაზე), “ღვთისმსახურების წესი 21 მაისს, დღესა წმინდათა განდიდებისა” (რუმინულსა და ძველ სლავურ ენებზე), “ანთოლოგიონი” (ბერძნულ ენაზე), “ქრისტიანული სწავლებანი” (რუმინულად), “კონდაკი” (ბერძნულ და არაბულ ენებზე), “ჟამნი” (ბერძნულ-არაბულად) “სლავური გრამატიკა”, “აღმოსავლეთის ეკლესიის დოგმების შესახებ” (რუმინულად), “ორთოდოქსალური აღსარება” (ბერძნულად),

ლოცვანი” (ბერძნულად), “ათონის მთის სამლოცველო” (ბერძნულად) და სხვ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ანთიმოზ ივერიელის მიერ დამზადებული არაბული შრიფტი გამოიყენეს სირიაში, . ჰალაბის სტამბაში წიგნების დასაბეჭდად. ანთიმოზმა ათანასე პატრიარქის მოთხოვნით პირველმა დაბეჭდა ვლახეთში სალიტურგიო წიგნები ბერძნულ-არაბულ ენებზე, რომლებიც უსასყიდლოდ დაურიგდათ ანტიოქიის საპატრიარქოს მართლმადიდებელ არაბებს. 1703 წელს ანთიმოზ ივერიელმა გამოსცაბიბლიარუმინულ ენაზე, თარგმნილი ბერძნულიდან.

1708 .- ანთიმოზი აირჩიეს უნგრო-ვლახეთის მიტროპოლიტად. მან თავის რეზიდენციაში, ტირგოვიშტეში დააარსა სტამბა, სადაც გამოიცა:” ყოველწლიური წიგნი საეკლესიო ღვთისმსახურების შესახებ”, “მეფე ალექსი კომნენოსის სამხედრო დოგმატიკა”, “დავითნი”. 26 წლის მანძილზე ანთიმოზ ივერიელმა ვლახეთში გამოსცა სხვადასხვა ხასიათისა და მოცულობის 64 წიგნი, მათგან 39 უშუალოდ ანთიმოზის დაბეჭდილია. ანთიმოზის ორიგინალური თხზულებაა მისიქადაგებები”.

სასულიერო შინაარსის წიგნების გამოცემა რუმინულ ენაზე ლიტერატურული ენის დახვეწასლიტურგიკულ პრაქტიკაში ორიგინალური ენის დამკვიდრებას ემსახურებოდა. ეს პატრიოტული საქმე იყო; “ყველა მღვდელთმთავართა შორის, რომელთაც ვლახეთის სამიტროპოლიტო ტახტი სჭერიათ, არავინ არის ისეთი, რომელსაც შთამომავლობის თვალში ესოდენ დიდი ღვაწლი მიუძღოდეს, როგორც ანთიმ ივერიელს” – წერს . პიკო.

დიდი ღვაწლი მიუძღვის ანთიმოზს თბილისში ქართული სტამბის დაარსებაშიც. როგორც ცნიბილია, ვახტანგ VI- იერუსალიმის პატრიარქის ქრიზანთეს მეშვეობით კონტაქტი დაამყარა ანთიმოზთან და დახმარება ითხოვა სტამბის მოწყობის საქმეში. ანთიმოზმა, რიმნიკის ეპისკოპოსმა, ბრინკოვიანუს შემწეობით გააგზავნა საქართველოში თავისი ყველაზე დახელოვნებული და იმ დროისათვის უკვე სახელგანთქმული მესტამბე მიხაილ იშტვანოვიჩი. ქართულ პირველნაბეჭდ წიგნებში ნათქვამია, რომ ვახტანგ VI-მოიხვნა სტამბა ვლახეთით”, მესტამბე კი იყო რუმინეთიდან ჩამოსული იშტვანოვიჩი, “უნგროვლახელი”. მან თბილისის სტამბაში 1709-1711 წლებში დაბეჭდა ათი დასახელების წიგნი. – “დავითნი”, “სახარება”, “სამოციქულო”, “კონდაკი”, “ბიბლიადა სხვ.

ანთიმოზ ივერიელი აქტიურად მონაწილეობდა და, ფაქტიურად, წარმართავდა ვლახეთის ეროვნულ-გამათავისუფლებელ ბრძოლას უცხოელი დამპყრობლებისთურქებისა და ფანარიოტების წინააღმდეგ. მას აშკარად გამოხატული ანტითურქული ორიენტაცია ჰქონდა, რაც სხვადასხვა დროს თანხვდებოდა იმდროინდელი მართლმადიდებლური რუსეთისა და ავსტრიელთა ინტერესებს. კონსტანტინე ბრინკოვიანუ, რომელიც არ ატარებდა ერთიან პოლიტიკურ კურსს, თურქეთის მომძლავრების პერიოდში მათთან მოლაპარაკების, შერბილებული პოლიტიკისა და ლოდინის გზას ადგაროგორც ცნობილია, ანთიმოზმა მისგან ფარულად მოაწყო რუსეთის მომხრე დიდგვაროვანთა თათბირი, რაც ბრინკოვიანუსთან უთანხმოების მიზეზი გახდა.

1714.- თურქებმა სიკვდიდლით დასაჯეს  კონსტანტინე ბრინკოვიანუ, 1716.- კი უკანასკნელი ვლახელი მთავარი სტეფანე კანტაკუზენი. ამავე წლიდან ოსმალეთი ვლახეთის მთავრად ფანარიოტებს (ბერძნებს კონსტანტინოპოლიდან) ნიშნავს. 1716 წლის აგვისტოში თურქები დამარცხდნენ ავსტრიელებთან ბრძოლაში და ანთიმოზის აქტიური მონაწილეობით გავრცელებული ხმების გამო, თითქოს ავსტრიელები მოადგნენ ბუქარესტს, ნიკოლო მავროკორდატი გაიქცა ქალაქიდან. ანთიმოზის თაოსნობით შედგა თათბირი, სადაც ვლახეთის მმართველად აირჩიეს ადგილობრივი მკვიდრი ბრეზოიანუ. ავსტრიელებმა ისევე, როგორც რუსებმა, არ მიიყვანეს ბოლომდე თურქებთან ბრძოლა. ფანარიოტი მავროკორდატი მალევე დაბრუნდა ბუქარესტში. მან სისხლიანი ანგარიშსწორება მოაწყო და სიკვდილით დასაჯა შეთქმულების მოთავენი. ეპისკოპოსთა ყრილობაზე, რომელიც მოწვეული იყო კონსტანტინოპოლის პატრიარქის იერემიასა და მავროკორდატის მიერ, ანთიმოზს აჰყარეს სასულიერო წოდება, დაუბრუნეს ერისკაცობის სახელი ანდრია და მიუსაჯეს ექსორია სინას მთის ეკატერინეს მონასტერში. გზაში იანიჩარებმა მოკლეს ანთიმოზი და მდინარეში გადააგდეს. საქართველოს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა ანთიმოზი და მისი ხსენების დღედ დაადგინა 13 ივნისი.

     

 

 

    wyaroebi da samecniero literatura:

1.       o. gvinCiZe, anTim iverieli, Tbilisi, 1973

2.       q. SaraSiZe, pirveli stamba saqarTveloSi, Tbilisi, 1955

3.       a. SaniZe, qarTuli stambis istoriisaTvis, literaturuli memkvidreoba, w. I, Tbilisi.

4.       S. kurdRelaSvilii, qarTuli stambis istoriidan, Tbilisi, 1959

5.       S. kvasxvaZe, vaxtang VI stambis wigni, Tbilisi, 1952

6.       g. leoniZe, anTimoz iverieli, “droSa”, #2, 1951

7.       ion nanu, qarTuli da ruminuli xelovnebis urTierToba, “sabWoTa xelovneba”, #8,

8.       Revolutiile Valachiei de Anton Maria Gel Chiaro Florentino, Iasi, 1929

9.       История Румынии, под редакцией М. Роллера, 1950

10.     Ф. Джинджихашвили, Антимоз Ивериели, Тбилиси, 1967

 

moamzada Tamar abulaZem