მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

წმ. აბო თბილელი

 

 

 

ალექსანდრე  დიდი
ერთიანი საქართველოს მეფე 1412-1442 წლებში. კონსტანტინე პირველისა და დედოფალ ნათიას (ქუცნა ამირეჯიბის ასულის) ძე.

 

ალექსანდრე აღუზრდია ბებიას დედის მხრიდან _ ამირეჯიბის მეუღლე რუსას, რომელმაც ღრმად ჩაუნერგა მომავალ მეფეს ქრისტიანული რწმენა და ეკლესიათა ქომაგობა. ალექსანდრე ტახტზე ავიდა მაშინ, როცა ქვეყანას თემურ-ლენგის მრავალრიცხოვანი შემოსევებისაგან ჭრილობები ჯერ არ Hჰქონდა მოშუშებული, ამავე დროს საქართველოს მოგერიება უხდებოდა მომთაბარე თურქმანთა (შავბატკნიანთა) ახალი ტალღისა, რომლებმაც თემურ-ლენგის გარდაცვალების შემდეგ მის მემკვიდრეებთან ბრძოლაში ირანის ადერბაიჯანი დაიკავეს. მათთან ბრძოლას შეეწირა ალექსანდრეს მამა კონსტანტინე.

ალექსანდრემ იქორწინა იმერეთის ბაგრატიონთა ასულ თამარზერომელთანაც ეყოლა შვილები: ვახტანგ, დავით (შემდგომში კათალიკოს-პატრიარქი დავით II), დემეტრე, გიორგი, ზაალ.

ალექსანდრეს ტახტზე ასვლისას დახვდა გაჩანაგებული, მტრებით გარშემორტყმული ქვეყანა, რომელსაც შიგნიდან ფეოდალური სეპარატიზმი არყევდა. მეფის მუდმივი საზრუნავი იყო სამეფოს ერთიანობის შენარჩუნება. ამ მიზნით ალექსანდრე მიმართავდა როგორც დიპლომატიურ ხერხებს და ადმინისტრაციულ ღონისძიებებს, ასევე სამხედრო ძალას. მეფემ არასაიმედო დიდაზნაურებს ჩამოართვა ერისთავობა და თავის ერთგულ მოხელეებს დაურიგა, მათ შორის საკუთარ ვაჟებს. ალექსანდრემ, მართალია, მოახერხა დროებით შეეჩერებინა ქვეყნის რღვევის პროცესი, მაგრამ ამ პროცესის შინაგანი მიზეზების დაძლევა მეფის შესაძლებლობებს აღემატებოდა. ალექსანდრეს  მეფობის დასასრულს პოლიტიკურმა კრიზისმა ისევ მთელი სიმძლავრით იჩინა თავი.

ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, მამია დადიანს აფხაზეთის დაპყრობა განუზრახავს და შერვაშიძეს შებრძოლებია. შერვაშიძეს ოდიშელები  დაუმარცხებია, თვით დადიანი კი მოუკლავს. ალექსანდრე ქვეყნის დაშოშმინების მიზნით სამეგრელოში ჩასულა, აქ მას შეგებებია მამიას ძე ლიპარიტი და მამის შეცდომის გამო შენდობა უთხოვია. ალექსანდრეს უპატიებია და მისთვის ოდიშის მთავრობა უბოძებია. შემდეგ ალექსანდრე აფხაზეთში გადასულა, სადაც მთავარ შერვაშიძისაგანაც მიუღია ერთგულების პირობა.  

1415 წელს ქვეყანას აშლით ემუქრებოდა სამცხე-საათაბაგოს მთავარი ივანე. ალექსანდრემ მას მორჩილება მოსთხოვა, მაგრამ ათაბაგი საპასუხოდ ჯარის შეგროვებას შეუდგა და ალექსანდრეს წინააღმდეგ გაილაშქრა. ბრძოლა მოხდა  კოხტას თავს. ალექსანდრემ ამჯერად აღკვეთა ათაბაგის თავნებობა. ათაბაგი დამარცხდა და ალექსანდრეს ტყვედ ჩაუვარდა. ამ დამარცხებამ მაწყვერელი ეპისკოპოსიც აიძულა მცხეთის ტახტისადმი მორჩილება გამოეცხადებინა და წირვა-ლოცვაში ერთიანი საქართველოს მეფე მოეხსენებინა. მაწყვერელმა გერასიმემ მიქელ კათალიკოსს (1420-1426) ერთგულების წიგნი მიართვა

1416 წელს ადგილობრივი მაჰმადიანების დახმარებით თურქმანები ყარა-იუსუფის მეთაურობით ახალციხეში შეჭრილან და ქალაქი უწყალოდ დაურბევიათ.

ალექსანდრე მეფე დიდი ენერგიით შეუდგა საქართველოს გარეშე და შინაური მტრების მოგერიებას.  

საგარეო საფრთხე ძირითადად თურქმანთაგან მოდიოდა. ალექსანდრემ  სამხედრო კავშირი შეკრა თემურიდების მმართველ შაჰრურთან (1405-1447), რათა ერთად შებრძოლებოდნენ შავბატკნიან თურქმანთა მმართველ ყარა-იუსუფს. ერთობლივი ბრძოლების შედეგად ალექსანდრემ დაიკავა ლორე (1431 წელი), რომელიც თემურის პირველი შემოსევის დროს დაუკარგავს საქართველოს. ლორეს შემოერთების შემდეგ სამეფო ხელისუფლება ცდილა იქაური მიწა-წყალი ისევ ძველი მეპატრონეებისათვის დაებრუნებინა. ამ მიზნით ძველი საბუთები და წინაპართაგან გაგონილი ცნობებიც გამოუყენებიათ. ლორეს შემდეგ ალექსანდრემ შემოიერთა სივნიეთი (1434-1435 წლები). ამ პროვინციების დაბრუნებით საქართველომ საიმედოდ დაიცვა ქვეყნის სამხრეთი საზღვრები. ლორეს ციხე და ქვეყანა სამართავად სომეხ დიდებულს _ ბეშქენ ორბელიანს გადასცა (თომა მეწოფელი).

ქვეყნის შიგნით ალექსანდრემ წამოიწყო ფართომასშტაბიანი აღმშენებლობა, მოაშენა აყრილი სოფლები _ ომებისაგან გაუკაცრიელებული ბარის ნასოფლარებში ჩამოიყვანა მთის მოსახლეობა და ნაწილობრივ მაჰმადიანთა შემოტევას გამოქცეული სომხები. ახალმოსახლეებს დაუწესა შეღავათიანი გადასახადებიაღადგინა განადგურებული ეკლესიები და ციხე-სიმაგრეები, მათ შორის თემურის მიერ დანგრეული სვეტიცხოველი. განადგურებული ქვეყნის აღდგენამთელი სახელმწიფოსა და ერის შეერთებული, თანხმობრივი, მიზანშეწონილი და ხანგრძლივი მოქმედებითა და დიდი ქონებრივი სახსრის გამოღებით შეიძლებოდა მხოლოდ... ქვეყნის აღდგენის სწორედ ასეთი გეგმისა და საშუალებისათვის მიუმართავს ალექსანდრე მეფესაც” (ივ. ჯავახიშვილი). ჯერ კიდევ  არ იყო სვეტიცხოვლის აღდგენა დასრულებული, როცა  ალექსანდრეს არაჩვეულებრივად გაუზრდია  აღდგენითი სამუშაოების მასშტაბი. სამშენებლო ხარჯების დასაფარავად დაუწესებია კომლობრივი გადასახადი მალი, რომელიც თხუთმეტი წლის შემდეგ თავადვე მოუხსნია. ამის შესახებ თვითონ იუწყება თავის 1440 წელს გაცემულ სიგელში: “ვითარ ჩუენგან სათანადო იყო, ეგრეტ ვინებე...

ყოველთავე საქართველოსა ციხეთა და საყდართა აღშენებად. მას ჟამსა შემოსავალი ჩუენისა სახლისა არსით რა იყო და ამად საქართველოს კუამლსა ზედა ორმოცი თეთრი მალად განვაჩინე და ასოცდარვად ქორონიკონადმდე (1440 .) რაოდენნი საქართველოსა ციხენი, საყდარნი და მონასტერნი არიან, ყოველნივე სრულად ახლად აღვაშენენ და შევამკუენ და აწ, ჩუენსავე ჟამსა შიგან ამოგვიკვეთია”.  ალექსანდრეს ამ დიდებულ საქმეებს ადასტურებს რუისის საყდრის დასავლეთის კარიბჭის წარწერაც: “ზე ადიდენ ღმერთმან მეფეთ-მეფობა დიდისა ალექსანდრესი, რომლისა მიერ კვალად აღეშენა საყდარი ესე”.

ალექსანდრეს ეკლესიათა მომძლავრებისათვის  სამეფო ხაზინიდან სარგო დაუწესა სვეტიცხოველს, ალავერდს, შიომღვიმეს, ქვათახევს. ალექსანდრე უხვ შეწირულობებს უგზავნიდა საზღვარგარეთულ ქართულ მონასტრებს, განსაკუთრებით ივერთა მონასტერს ათონზე. აქ მან აღადგინა ქსენონი და სენაკები ძმათათვის.

ალექსანდრეს მეფობის დროს, 1437 წელს, ჩატარდა ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრება, რომელსაც ორი ქართველი ეპისკოპოსი ერთი ელჩი დაიბერიის მეფეთაA განსაკუთრებული სენატორებიესწრებოდნენ.

მეფობის ბოლო წლებში ალექსანდრეს დიდი მწუხარება ეწვია _ 1440 წელს საქართველოს კვლავ შემოესივნენ თურქმანები თავრიზის მმართველი ჯაჰან-შაჰის მეთაურობით. ჯეჰან შაჰმა მეფეს მორჩილება და ხარკის გადახდა მოსთხოვა. ალექსანდრემ ფიცხელი წინააღმდეგობა გაუწია. ჯეჰან შაჰი აღდგომა დღეს შემოიჭრა ქართლში, სამშვილდე აიღო, უამრავი ხალხი დახოცეს, მათ შორის დიდებულები, მრავალი ტყვედ წაასხეს. იქიდან უკვე თბილისზე ილაშქრეს, ქალაქი აიღეს და ეკლესიები დაანგრიეს.

ამავე დროს ალექსანდრეს ოჯახშიც შეაღწია სეპარატისტულმა განწყობილებებმა, რომლებიც მთელ ქვეყანას ღრღნიდა. 1442 . ალექსანდრე იძულებული გამხდარა ქართლისა და იმერეთის ტახტი მიეცა უფროსი ვაჟის ვახტანგისათვის (1443-1446 წლები), კახეთისა _ გიორგისათვის (VIII). თავად ალექსანდრე ათანასეს სახელით ბერად შემდგარა სვეტიცხოველში, სადაც მას თავისთვის სამლოცველო ჰქონდა აგებული.

 

 

 

     წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

  1. axali qarTlis cxovreba/ qarTlis cxovreba, s. yauxCiSvilis gamoc. t. II, Tbilisi, 1959.

  2. vaxuSti bagrationi, aRwera samefosa saqarTvelosa/ qarTlis cxovreba, IV, t.IV, Tbilisi, 1973.

  3. Toma mewofeli, somxuri teqstiqarTuli TargmaniTurT gamosca, Sesavali werili da komentari daurTo prof. l. meliqseT-begma, tfilisi, 1937.

  4. iv. javaxiSvili, qarTveli eris istoria, t. IV, Tbilisi, 1967.

  5. n.berZeniSvili, feodaluri urTierTobidan XV saukuneSi/ saqarTvelos istoriis sakiTxebi, t.2, Tbilisi, 1965.

  6. n.asaTiani, feodaluri saqarTvelos politikuridaSlis istoriidan/ Tsu Sromebi, 1963 #78.

  7. b.lominaZe, saqarTvelo XV saukunis pirvel naxevarSi /saqarTvelos istoriis narkvevebi, 3. Tbilisi, 1979.720-732.

  8. o. JuJunaZe, XV saukunis pirveli naxevris saqarTvelos sagareo politikis istoriisaTvis/qarTuli samefo-samTavroebis sagareo politikis istoriidan, I,1970, gv.5-76.

 

 

moamzada mzia surgulaZem