მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

წმ. აბო თბილელი

 

 

 

ალექსანდრე  III იმერეთ მეფე (1639-1660)

 უფროსი ძე იმერეთის მეფე გიორგი III-ისა

 

 

             ალექსანდრეს პირველიs მეუღლე იყო მამია II გურიელის და, ხოლო მეორე მეუღლე თეიმურაზ I-ის ასული ნესტან-დარეჯანი. შვილები: ბაგრატი და თინათინი. ტახტზე ავიდა მამის, გიორგი III-ის გარდაცვალების შემდეგ. მეფედ აკურთხეს ქუთაისში.

      ლევან II დადიანი იმერეთის სამეფოს ხელში ჩაგდების მიზნით ირანს დაუკავშირდა, რამაც ოსმალეთის გაღიზიანება გამოიწვია. ოსმალები თითქმის ყოველწელს თავს ესხმოდნენ იმერეთის სამეფოს და აოხრებდნენ მას. იმერეთის სამეფოს თავს ესხმოდა ლევან II დადიანიც. იმერთა მეფე ალექსანდრე იძულებული გახდა ქუთაისის ციხეში გამოკეტილიყო. ლევან II დადიანის წინააღმდეგ რამდენიმე წარმატებული ლაშქრობა მოაწყო მამუკა ბატონიშვილმა, ალექსანდრე იმერთა მეფის ძმამ. მაგრამ ერთხელ ცხენმა უმუხთლა და ლევან II დადიანმა ტყვედ ჩაიგდო. მამუკა ბატონიშვილის ტყვეობიდან გათავისუფლების თაობაზე ლევან დადიანთან მოლაპარაკებას თეიმურაზ I-იც აწარმოებდა, მაგრამ უშედეგოდ. მამუკა ტყვედ 1647 წელს ჩავარდა. ლევან II- მას თვალები დათხარა. 1653 წელს მამუკა ბატონიშვილი გარდაიცვალა.

      თეიმურაზ I ხსნას რუსეთში ეძებდა. მისი გავლენით ალექსანდრე მეფემ სამი ელჩობა გაგზავნა რუსეთში: 1649 წელს, 1651 წელს, 1653 წელს. ამ ელჩობას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. ალექსანდრე III- ხელი მოაწერა 1651 წლის პირველ ოქტომბერს რუსეთის ხელმწიფის ერთგულების ფიცის წიგნს.

      1657 წელს სამეგრელოს მთავარი ლევან II დადიანი გარდაიცვალა. იგი თავისი ვაჟის სიკვდილს გადაჰყვა. ოდიშის მთავარი გახდა ლევან II დადიანის ძმისწული ლიპარიტ დადიანი. ალექსანდრე იმერთა მეფემ ისარგებლა შექმნილი სიტუაციით, ტახტიდან ჩამოაგდო ლიპარიტი და მის ნაცვლად სამეგრელოს მთავრის ტახტზე დასვა ვამეყ III, მამი გურიელის ძე (1657-1658 წწ). საზღვარი იმერეთსა და ოდიშს შორის მდინარე ცხენისწყლის ნაცვლად უნაგირას მტაზე დადო.

      ლიპარიტ დადიანი ახალციხეში ჩავიდა და დახმარება სთხოვა როსტომ ფაშას და ქართლის მეფეს. როსტომს ისინიც დაეხმარნენ და გაერთიანებული ლაშქრით დაიძრნენ იმერეთის სამეფოსაკენ. მათ გურიის მთავარი ქაიხოსროც შეუერთდა. ბრძოლა მოხდა 1658 წლის ივლისში. ამ ბრძოლაში გაიმარჯვა იმერეთის მეფე ალექსანდრე III-ის ჯარმა. ოდიში კვლავ ვამეყს უბოძა. ხოლო გურიის მთავრის ტახტზე თავისი მომხრე დემეტრე სიმონას ძე გურიელი დასვა.

      ალექსანდრე III ტახტის მემკვიდრედ თავის ცოლის ძმისწულს ზრდიდა, მაგრამ შვილობილი გარდაიცვალა. იძულებული გახდა თავისი ძე ბაგრატ IV ეცნო ტახტის მემკვიდრედ.

      ბევრ ისტორიულ დოკუმენტში გვხვდება მისი სახელი. მაგალითად, ალექსანდრე მეფემ შესწირა ხვამლის წმინდა გიორგის ეკლესიას ბუბის ციხე და გლეხები (1655 . ხეც, QQd 9085), გაათავისუფლა ხონის წმინდა გიორგის ყმები ხონთქარის გადასახლებისაგან (ცსსა, 1448-2141) თეიმურაზ I-თან ერთად იყო გუდარეხის მონასტერში და მისცა წყალობა (ხეც, HHd 1594)

      იმერთა მეფე ალექსანდრე III გარდაიცვალა 1660 წელს და დაკრძალულია გელათის მონასტერში.

 

      wyaroebi da samecniero literatura:

  1. T. Jordania, qronikebi, II, Tfilisi, 1898.pirTa anotirebuli leqsikoni, tomis Semdgenlebi:  d. kldiaSvili, m. surgulaZe, II, Tbilisi, 1993,

  1. dasavleT saqarTvelos saeklesio sabuTebi, I, s. kakabaZis gamoc. tfilisi, 1921.

  2. aleqsi ievlevis 1650-1652 wlebis imereTis samefoSi elCobis saangariSo aRweriloba, rusuli teqsti qarTuli TargmaniTurT gamosacemad moamzada iase cincaZem, Tbilisi, 1969.

  3. m. nikoleiSvili, istoriuli masalebi, quTaisis muzeumis masalebi, III, Tbilisi, 1978.

 

 

moamzada guliko mWedliZem

 

იმერთა მეფე ალექსანდრე III

XVII ს. კრისტოფორო დე კასტელი