მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

წმ. აბო თბილელი

 

 

 

ალექსანდრე II იმერთა მეფე (1484-1510)

ძე ბაგრატ II იმერთა მეფისა (ქართლში ბაგრატ VI) და დედოფალ ელენესი.

 

          ალექსანდრე 1478 წელს, მამის _ ქართლ-იმერეთის მეფის, ბაგრატ VI-ის (იმერეთში II) გარდაცვალების შემდეგ ავიდა იმერეთის მეფის ტახტზე, მაგრამ მცირე ხნით შესძლო ტახტის შენარჩუნება, რადგან კონსტანტინე II ადგილობრივი მთავრების: დადიან-გურიელისშერვაშიძის მხარდაჭერით სცადა ორივე ტახტის _ იმერეთისა და ქართლის გაერთიანება. 1479 წელს კონსტანტინე მეფე იმერეთში შევიდა ჯარით. მას ეახლნენ დადიანი და გურიელი და იმერელ თავადთა უმრავლესობა. ალექსანდრე II- წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო და რაჭა-ლეჩხუმში გამაგრდა. კონსტანტინე II- ქუთაისი აიღო და იმერეთში გაბატონდა. ალექსანდრე გაეცალა კონსტანტინეს  და რაჭა-ლეჩხუმში დასადგურდა. 1483 წელს ათაბაგ ყვარყვარე II-სა და კონსტანტინე II- შორის არადეთთან გამართული ბრძოლის შემდეგ ალექსანდრემ ისარგებლა კონსტანტინეს მარცხით, აიღო ქუთაისი და მეფედ ეკურთხა.

      მაგრამ ალექსანდრე II-ის გაძლიერებას ვერ შეურიგდა სამეგრელოს მთავარი ლიპარიტ II დადიანი (1482-1512 წწ). ქართლის მეფე კონსტანტინე II- ლიპარიტ დადიანის დახმარებით, ხელახლა დაიპყრო იმერეთის სამეფო, მაგრამ კონსტანტინე მეფის ყოფნა იმერეთში დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან 1487 წელს ქართლს შემოესია იაკუბ ყაენის ჯარი. ამიტომ კონსტანტინე II- სწრაფად დატოვა იმერეთი და ქართლს მიაშურა იაკუბ ყაენის წინააღმდეგ საბრძოლველად. შექმნილი მდგომარეობით კვლავ ისარგებლა იმერეთის მეფე ალექსანდრე II-, ამჯერად უკვე საბოლოოდ დაიბრუნა ქუთაისი და შეუდგა აქტიური საშინაო პოლიტიკის გატარებას. დაიზავა დადიანი და გურიელი, დაიმორჩილა აფხაზეთი და სვანეთი. დაიწყო ბრძოლა საქართველოს გასაერთიანებლად.

      1490 წელს ქართლის მეფე კონსტანტინე II- დარბაზი მოიწვია, რომელსაც ესწრებოდნენ კათალიკოსი, ეპისკოპოსები და ქართველი დიდებულები. დარბაზმა უარი თქვა საქართველოს გაერთიანებაზე ომის მეშვეობით ოფიციალურად გაფორმდა საქართველოს დაშლის ფაქტი, დაკანონდა საზღვრები. 1491-92 წლებში იმერეთის მეფე ალექსანდრე II, ქართლის მეფე კონსტანტინე II და სამცხის ათაბაგი ყვარყვარე დაზავდნენ და საზღვრებიც დაადგინეს.

      1505 წელს გარდაიცვალა ქართლის მეფე კონსტანტინე II და ტახტზე ავიდა დავიტ X. 1509 წლის 6 აგვისტოს ალექსანდრე იმერთა მეფემ აიღო გორი და ქართლის შემოერთება ისევ სცადა. იმერეთში ალექსანდრე მეფის არყოფნით ისარგებლეს ოსმალებმა, შემოიჭრენ, აიღეს ქუთაისი და გადაწვეს გელათის მონასტერი. ალექსანდრე მეფე სასწრაფოდ დაბრუნდა იმერეთში და განდევნა ქვეყნიდან ოსმალები. მას შემდეგ ალექსანდრე მეფეს დიდხანს აღარ უცოცხლია, შეეყარა სნეულება (“სალმობა”) და გარდაიცვალა 1510 . დასაფლავებულია გელათში.

      ალექსანდრე ზრუნავდა ეკლესია-მონასტრების აღდგენაზე. ჩვენამდე მოაღწია ალექსანდრე მეფის მიერ გაცემულმა სიგელ-გუჯრებმა. ალექსანდრე მეფემ გელათის მონასტერს შესწირა ახლად მოჭედილი ღვთისმშობლის ხატი; შიმშილობის დროს  მას შემოუტანია პური სამცხიდან, კახეთიდან და ოდიშიდან. ამ დროსვე აუშენებია სოფლები: წყალწითელა, ნებისოფელი (იგივე ბალახვანი და გელათის ღვთისმშობელს შეუწირავს.

 

 

 

     wyaroebi da samecniero literatura:

  1. beri egnataSvili, qarTlis cxovreba s. yauxCiSvilis gamoc. II, 1959, gv.343-344.

  2. j. odiSeli, mcire qronikebi, Tbilisi, 1968, gv. 67.

  3. vaxuSti bagrationi, aRwera samefosa saqarTvelosa/ qarTlis cxovreba, IV, teqsti, dadgenili yvela arsebuli xelnaweris mixedviT s. yauxCiSvilis mier, Tbilisi, 1973.

  4. pirTa anotirebuli leqsikoni,I, Tbilisi, 1991, gv.218-220.

  5. iv. javaxiSvili, qarTveli eris istoria IV, Tbilisi, 1967, gv.130-140.

  6. b. lominaZe, saqarTvelo XV s. meore naxevarSi. erTiani saqarTvelos saboloo daSla samefoebad da samTavroebad/

  7. saqarTvelos istoriis narkvevebi, III, 1979, gv. 733-753.

 

 

 

moamzada guliko mWedliZem