მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

წმ. აბო თბილელი

 

 

 

ალავერდი-ხან უნდილაძე

 

XVI - XVII სს. სეფიანთა ირანის ცნობილი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, შაჰ-აბას I-ის სამხედრო რეფორმების ორგანიზატორი, ირანის ჯარის პირველი ყულარაღასი, ფარსის ბეგლარბეგი
 

 

 

 

ალავერდი-ხან უნდილაძე  მოღვაწეობდა საქართველოს ისტორიის იმ პერიოდში (XVI –XVII საუკუნეები), როდესაც ქვეყანა დროებით მოწყვეტილი აღმოჩნდა ევროპისაგან და ისლამური აღმოსავლეთის გავლენის ქვეშ მოექცა.

XVI საუკუნის დამდეგს ირანი ახალი სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური რეალიებით შეხვდა: აღ-ყოინლუს (თეთრბატკნიანთა) თურქმანული სახელმწიფოს ნანგრევებზე ჩამოყალიბდა ძლიერი სახელმწიფოყიზილბაშური ირანი სეფიანთა დინასტიით სათავეში. სეფიანთა ირანის ექსპანსიურ ზრახვებს ახლო აღმოსავლეთში დაუპირისპირდა ოსმალეთის ინტერესები. ირანსა და ოსმალეთს შორის ბრძოლის მთავარი ობექტი გახდა ამიერკავკასია და საქართველო, როგორც უმთავრესი პლაცდარმი კავკასიაში ბატონობისათვის.

XVI საუკუნის 90-იანი წლებიდან იწყება ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცება ირანში. სეფიანთა ირანის ენერგიული და ნიჭიერი მმართველის, “ირანის ლომადწოდებული  შაჰ-აბას I-ის დროს (1587-1629) ქვეყანა ძლიერ ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ იქცა. Mმის მიერ გატარებულმა რეფორმებმა შეასუსტა და ბოლო მოუღო ყიზილბაშური ტომების ბელადების ძლიერებას. Aამავე დროს ეს რეფორმები მიზნად ისახავდა ირან-ოსმალეთის 1590 წლის ზავით დაკარგული პოზიციების დაბრუნებას.

 ყიზილბაშთა ნაცვლად შაჰ-აბასი თავისი პოლიტიკური მიზნების განხორციელებისას ირანულ და ქართულ-კავკასიურ ელემენტს ეყრდნობოდა. როგორც ცნობილია, ქართველებმა უაღრესად მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ქვეყნის სამხედრო ძლიერების განმტკიცებისა და მართვა-გამგებლობის მოწესრიგების საქმეში. მათ შორის განსაკუთრებული მდგომარეობა ეკავათ ალავერდი-ხან უნდილაძეს და მის შთამომავლებსიმამ-ყული ხანს, დაუდ-ხანსა და სეფი-ყული ხანს.

XVI საუკუნის დამლევს ალავერდი-ხანი გახდა ახლად შექმნილი ყულის ჯარისშაჰ-აბასის მიერ შექმნილი მილიტარული სტრუქტურისპირველი ყულარაღასი და ფარსის ბეგლარბეგი. Aშემდგომ პერიოდშიც, XVIII საუკუნის პირველი მეოთხედის დასასრულამდე ირანის არმიის სარდლად მხოლოდ ქართველები ინიშნებოდნენ. მნიშვნელოვანი პოზიციები ეკავათ ირანში ალავერდი-ხანის ვაჟიშვილებსაც: იმამყული-ხანი მამის სიკვდილის შემდეგ ფარსის ბეგლარბეგი გახდა, უმცროსი დაუდ-ხანი კი ყარაბაღის.

უნდილაძეთა ფეოდალური სახლის წარმომადგენლების ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ საკმაოდ მდიდარი მასალა მოიპოვება ქართულ, სომხურ, სპარსულ და ევროპულ წყაროებში. ქართული წყაროების მიხედვით XIII- XV საუკუნეების მანძილზე უნდილაძენი ინარჩუნებდნენ გავლენიანი სახლის მნიშვნელობას. Aამ გვართან დაკავშირებული უკანასკნელი ქართული საბუთი XV საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება, რომელშიც ასახულია საგვარეულო ბრძოლის დასაწყისი. უნდილაძეთა შესახებ უფრო გვიანდელი ქართული საბუთების არარსებობა ამ ფეოდალური საგვარეულოს დამცრობასა და მისი წარმომადგენლების უცხოეთში გახიზნვას უნდა მოასწავებდეს. Eეს იმდროინდელ ქართულ  საზოგადოებაში მიმდინარე ფეოდალურ საგვარეულოთა შორის მიმდინარე ბრძოლის ჩვეული შედეგი იყო. (.გაბაშვილი).   

უნდილაძეთა გვარის ცნობილი წარმომადგენლის ალავერდი-ხანის შესახებ საყურადღებო ცნობებს გვაწვდის ისკანდერ მუნშის საისტორიო თხზულებათარიხ- ალემარა- აბასი”. Aამ წყაროს მიხედვით ალავერდი-ხანი ქართველია, შაჰ-აბასის ერთ-ერთი სამხედრო კამპანიის დროს ირანში ტყვედწაყვანილი და  გამაჰმადიანებული. არსებობს აზრთა სხვადასხვაობა მისი ეროვნული კუთვნილების შესახებ: მკვლევართა ნაწილი (. ლენგი, . მინორსკი. . პეტრუშევსკი, .ივანოვი) მას ქრისტიან სომეხად მიიჩნევს, რაც მომდინარეობს ცნობილი იტალიელი მოგზაურის პიეტრო დელლა ვალეს ცნობიდან. იგი დაახლოებული იყო ირანში მყოფ ქართველებთან და პირადად იცნობდა იმამ-ყული ხანსა და დაუდ-ხანს. მკვლევერთა აზრით, შესაძლებელია, დელლა ვალემსომხითი” “სომხეთადთარგმნა (. გაბაშვილი). Gგარდა ამისა, არსებობს 1601 წლის ცნობა, რომელსაც გვაწვდის დონ ხუანი, გაკათოლიკებული სპარსელი, შაჰ აბასის მიერ დასავლეთ ევროპის მეფეებთან და რომის პაპთან ელჩად წარგზავნილი ანტონი შერლეის თანმხლები პირი. Mმისი ჩანაწერის თანახმად, ალავერდი-ხანი ქართველი რენეგატი იყო. “ქართველ ქრისტიანსუწოდებენ მას ამ მისიის სხვა წევრებიც.

ალავერდი-ხანი პირველი იყო მისი გვარიდან, რომელიც გამოჩნდა ირანის პოლიტიკურ არენაზე და დიდი გავლენა მოიპოვა. მკვლევარები მიუთითებენ იმ სპარსულ წყაროებზე, სადაც პირველად მოიხსენიება ალავერდი-ხანი 1588 წელს მომხდარ ამბებთან დაკავშირებით. Aამ დროს შაჰმა აღზევებული ხელისუფალი მურშიდ-ყული ხანი სწორედ ალავერდი-ხანის დახმარებით ჩამოიშორა. Pპირველი თანამდებობა, რომელიც  შაჰის ქართველ მხარდამჭერს ეკავა, იყო ზარგარბაშისოქრომჭედლების უხუცესისთანამდებობა. ამის შემდეგ ალავერდი-ხანი მალე დაწინაურდა. Mმისი უშუალო ხელმძღვანელობით ჩატარდა ქვეყანაში მიმდინარე სამხედრო რეფორმა. ალავერდი-ხანის ტექნიკური თანაშემწეები იყვნენ ინგლისელები, ძმები ანტონ და რობერტ შერლები, რომლებიც შაჰთან მსახურობდნენ 1598 წლიდან.

 

შაჰის რეფორმები მიზნად ისახავდა ყიზილბაშთაგან გამოსული ლაშქრის შემცირებას 60 000-დან 30 000-მდე და კარგად გაწვრთნილი არმიის შექმნას. შაჰ- აბასის მთელი არმია 120 000 კაცისაგან შედგებოდა, აქედან 44 000 იყო მუდმივ ჯარში, რომლის შემადგენლობაში შედიოდა 10 000 ღულამისაგან შემდგარი ცხენოსანთა კორპუსიც. შაჰის ძლიერი გვარდია, “ყულის ჯარიდაკომპლექტებული იყო ქართველი და სომეხი ახალგაზრდებისაგან. Mმას სათავეში ედგა ყულარ-აღასი, რომელიც, ჩვეულებრივ, წარმოშობით ქართველი იყო ავღანელთა მიერ ირანის დაპყრობამდე (1722 .); ამ თანამდებობაზე დანიშნული ადამიანი უმაღლესი მეჯლისის (საკანონმდებლო ორგანოს) წევრიც ხდებოდა. სეფიანთა ირანის პირველი ყულარაღასი გახდა ალავერდი-ხან უნდილაძე. ეს 1595/6 წელს მოხდა. 1598 წელს ალავერდი-ხანმა, როგორც სარდალმა, გადამწყვეტი როლი შეასრულა  უზბეკი ტომებისაგან ჰერათის გათავისუფლებაში. Aამ გამარჯვების შემდეგ შაჰის ბრძანებით ყიზილბაში ემირი ფარჰად-ხან ყარამანლი სიკვდილით დასაჯეს. Aამ მოვლენების შემდეგ ალავერდი-ხანი სპარსეთის იმპერიის მეორე ადამიანი გახდა შაჰის შემდეგ. მისი ხელმძღვანელობით ირანის არმიამ არაერთი წარმატებული სამხედრო ოპერაცია განახორციელა ქვეყნის როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის ფრონტებზე. ამ ბრძოლების ნათელ ილუსტრაციად შეიძლება განვიხილოთ ბაჰრეინის დაპყრობა შაჰის არმიის მიერ 1601-2 წლებში.

1595/6 წელს შაჰ-აბასმა ალავერდი-ხანი ფარსის ბეგლარბეგად დანიშნა, რაც ყიზილბაში ემირის სტატუსს უტოლდებოდა. ამასთანავე ეს ნიშნავდა იმასაც, რომ დიდი პროვინციები აღარ იმართებოდა, როგორც ავტონომიები და მას აღარ განაგებდნენ თავნება ფეოდალები; ამ პროვინციების მმართველებად  უშუალოდ შაჰის მიერ ინიშნებოდნენ სახელმწიფო მოხელეები.  

უაღრესად დიდი იყო ალავერდი-ხანის გავლენა შაჰ-აბასის დროინდელ ირანში. პორტუგალიელი ანტონიო გოვეას (XVII .- დამდეგი) გადმოცემით, მისთვის ერთხელ შაჰს უთქვამს: “მთელი სპარსეთი მე მემორჩილება, მე კი ალავერდი-ხანს ვემორჩილებიო”.

ალავერდი-ხანი და მისი ოჯახი დიდ სიმდიდრეს ფლობდა. ხანის ყოველწლიური შემოსავალი ფარსის საბეგლარბეგოდან შეადგენდა 50 000-100 000 ეკიუს. მას ყულარაღასისსახარაჯოქვეყნიდან, გულფაიგანიდანაც მნიშვნელოვანი შემოსავალი ჰქონდა.

ალავერდი-ხანი დიდ აღმშენებლობით საქმიანობას ეწეოდა ირანში, ხელმძღვანელობდა სამხედრო მშენებლობებს; მაგალითად, ისფაჰანში, მდინარე ზაიანდერუდზე დღემდე არსებობს ხიდი, რომელიც მან ააგო. ეს ირანის არქიტექტურული და ისტორიული ღირსსესანიშნაობაა. ხიდს დღესაც ალავერდი-ხანის  სახელი ჰქვია. ხიდი 300 სიგრძისაა და 3-თაღიანია. იგი ერთმანეთთან აკავშირებს ქალაქის მუსლიმურ და ქრისტიანულ (სომხურ) უბნებს და აგრეთვე ისფაჰანს ქვეყნის სამხრეთ რეგიონებთან. ეს აგურის ნაგებობაა აგურის ჩუქურთმებითა და ღია აივნებით. პიეტრო დელა ვალეს ცნობით, ხიდქვეშა დერეფნები, რომელთა იატაკი თითქოს მდინარის ზედაპირის დონეზეა დაგებული ... ზაფხულის ცხელ დღეებში უამრავ ხალხს იზიდავს.

ევროპულ წყაროებში აღწერილია Mალავერდი-ხანის მეუღლის, წარმოშობით ქართველის, სახსრებით გაყვანილი გზები და გადასასვლელი ხიდები ირანის მთიანეთის უღელტეხილებზე.F

ფარსის ბეგლარბეგი ხელოვნების ქომაგიც იყო. მისი ხარჯით იყო მოხატული ისფაჰანში ჩეჰელ-სუთუნის  - ორმოცსვეტიანი სასახლის - ზოგიერთი ფრესკა. ერთ-ერთ მათგანზე გამოსახულია შაჰ აბას I-ის წვეულება თურქესტანის გამგებლის საპატივსაცემოდ. შაჰს გვერდს უმშვენებენ სეფიანთა ირანის ცნობილი მოხელენი, მათ შორის ალავერდი-ხანი. მოხატულ კედლებზე ქართული წარწერებიც ყოფილა.

Aალავერდი-ხანი 1614 წელს გარდაიცვალა. თანამედროვეთა შორის არსებობდა ეჭვი, რომ მის სიკვდილში თვით შაჰის ხელი ერია. ისქანდერ მუნში აღნიშნავს, რომ შაჰის კარზე  იზრდებოდა უკმაყოფილება Aალავერდი-ხანის განწყობის, საქციელისა თუ სხვა მიზეზების გამო. ჩანს, გარკვეულ ეტაპზე შაჰ-აბასი გიორგი სააკაძეს უფრო ენდობოდა, ვიდრე ფარსის ბეგლარბეგს. XVII -ის სომეხი ისტორიკოსის ზაქარია სარკავაგის ცნობით, Aალავერდი-ხანის ერთ-ერთი ვაჟიშვილი დაკავშირებული იყო სპარსეთის წინააღმდეგ მიმართულ აჯანყებასთან, რაც, შესაძლოა, შაჰის უკმაყოფილების მიზეზი გამხდარიყო.

შაჰ-აბას I-ის ბრძანებით Aალავერდი-ხანი დიდი პატივით დაკრძალეს მეშჰედში.

 

 

 

 

      wyaroebi da samecniero literatura

 

  1. isqander munSi, abasisi qveynis damamSvenebeli istoriis gagrZeleba, nana gelaSvilis gamocema, Tbilisi, 1981

  2. nasrola falsafi, zendegani-e Sah abbas-e avval, I, 1334, Teirani, (spasrul enaze)

  3. ირანის ისტორია, III- XVIII სს., თბ.2001

  4. საქართველოს ისტორიის აღმოსავლური მასალები, წ. II, Tb.1979

  5. მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის საკითხები, II, თბ. 1972

  6. Д. Кацитадзе, Ал. Гвахария, Грузино-иранские культурно-исторические связзи, Тб. 1978

  7. d. kacitaZe, qarTvelebi XVII saukunis iranSi, aRmosavleTi da kavkasia, #3, Tbilisi, 2005

  1. v. gabaSvili, undilaanT feodaluri saxli XVI-XVII ss. iranSi, maxlobeli aRmosavleTis istoriis sakiTxebi, II, Tbilisi, 1972

  2. ვ. გაბაშვილი, ქართული ფეოდალური წყობილება XVI-XVII საუკუნეებში, თბ.1958

  3. m. Todua, qarTul-sparsuli etiudebi, I, Tbilisi, 1971

  4. vl. fuTuriZe, qarTveli moRvaweni iranis kulturul as[parezze, analebi, I, Tbilisi, 1947

  5. k. kucia, kavkasiuri elementi sefianTa iranis politikur sarbielze, maxlobeli aRmosavleTis istoriis sakiTxebi, Tbilisi, 1963

  6. o. gvilava, isfahani, Sirazi, qaSani, Tbilisi, 1980

  7. n. gelaSvili, saqarTvelo da irani XVII saukunis 30-ian wlebSi, qarTuli diplomatia – weliwdeuli, #3, bilisi, 1966

  8. D.M. Lang, Georgia and the Fall of the Safavid Dynasty BSO(A)S 14, 1952

  9. Табатадзе, Вопросы источниковедческой характеристики  двуязычных грузино-персидских исторических документов, источниковедческие разыскания, 1985. თბ 1988

 

 

 

 

moamzada Tamar abulaZem